ეთიკის კოდექსი
- აღნიშნული კოდექსი განსაზღვრავს კრებულის „სახელოვნებო მეცნიერებათა ძიებანი“ სარედაქციო კოლეგიის, რეცენზენტებისა და ავტორის ეთიკის ნორმებსა და ქცევის წესებს.
- კოდექსის მიზანია, ზნეობრივი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, განსაზღვროს პროფესიული ღირსება, პატივი სცეს თავის საქმიანობას და საზოგადოებაში დაამკვიდროს ნდობა მაღალკვალიფიციური სამეცნიერო გამოცემების მიმართ.
- კოდექსი შექმნილია სამართლიანობის, ობიექტურობის, კონფიდენციალურობისა და გამჭვირვალობის პრინციპებზე დაყრდნობით.
- აღნიშნული კოდექსი ვითარდება და იხვეწება თანამედროვეობის მოთხოვნებიდან გამომდინარე და მიმდინარეობს ეთიკური თვალსაზრისით საუკეთესო პრაქტიკის დანერგვა და განხორციელება.
- კრებული „სახელოვნებო მეცნიერებათა ძიებანი“ სრულად იზიარებს გამოცემების ეთიკის კომიტეტის (COPE) საგამომცემლო პრინციპებსა და პრაქტიკას.
ტელეფონი: +995 32 2999411
ელ. ფოსტა: kentavri@tafu.edu.ge
© სახელოვნებო მეცნიერებათა ძიებანი, 2022-2024
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი