რატომ ჩვენთან

  • „სახელოვნებო მეცნიერებათა ძიებანი“ ღირებული სამეცნიერო სტატიების კრებულია, სადაც სტატიის გამოქვეყნება უზრუნველყოფს მეცნიერთა საერთაშორისო არენაზე ადგილის დამკვიდრებას.
  • კრებულის ყოველი ნომრის ხარისხს უზრუნველყოფს საერთაშორისო სარედაქციო საბჭო და ფარული რეცენზირება. საერთაშორისო სარედაქციო საბჭოს წევრებს შექმნილი აქვთ ფუნდამენტური, სამეცნიერო შრომები სხვადასხვა სახელოვნებო დარგში, ფლობენ მაღალ თეორიულ/პრაქტიკულ კვალიფიკაციას და არიან აღიარებული მეცნიერები, მკვლევრები.
  • „სახელოვნებო მეცნიერებათა ძიებანი“ აქვეყნებს  მაღალი სამეცნიერო ხარისხის  კვლევებს, სტატიებს, რომლებიც მნიშვნელოვანია და საინტერესოა, არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ  საერთაშორისო სახელოვნებო სამეცნიერო წრეებისთვის.
  • „სახელოვნებო მეცნიერებათა ძიებანი“ პასუხისმგებელია გამოქვეყნების ხარისხზე, ამ მიმართულებით მუდმივად მიმდინარეობს მონიტორინგი.

ვინ შეიძლება იყოს ავტორი

  • დოქტორის ხარისხის მქონე პირები, აკადემიური პერსონალი (ხელოვნების მიმართულებით);
  • დოქტორანტი;
  • მაგისტრანტი;
  • მკვლევარი

პუბლიკაციის გზამკვლევი

ავტორის მოვალეობები

ავტორი ვალდებულია გამოსაქვეყნებელ მასალაში გაითვალისწინოს (თუ, ეს არ არის სპეციალური გამოშვება, დაკვეთილი პუბლიკაცია ან თარგმანი, უნივერსიტეტის პრიორიტეტებთან დაკავშირებული) შემდეგი პარამეტრები:

  • გვერდების მაქსიმალური რაოდენობა – 15;
  • შრიფტი – სილფაინი;
  • შრიფტის ზომა – 11;
  • სტრიქონებს შორის დაცილება 1,5;
  • მინდორი: არე მარცხნიდან 2,5 სმ, მარჯვნიდან – 1,5 სმ, არე ზემოდან და ქვემოდან არანაკლებ 2 და არაუმეტეს 3 სანტიმეტრისა

წყაროების დამოწმება ტექსტში სქოლიოს პრინციპით

მაგალითები:
1 გურაბანიძე, რეჟისორი, 1997, გვ. 12.
2 იქვე, 1997, გვ. 20.
3 ELSAESSER, Fassbinder, 2001, p. 45.
4 იქვე ELSAESSER, Fassbinder, 2001, p. 51.

  • ნაშრომს აუცილებლად უნდა ახლდეს როგორც ბიბლიოგრაფიული მონაცემები, ისე ქართულ ენაზე შესრულებული რეზიუმე 300 სიტყვა.
  • ინგლისურ ენაზე შესრულებული რეზიუმე 700 სიტყვა (3-გვერდი).

მონაცემების თანმიმდევრობა:

  • ავტორის სახელი, გვარი, ხარისხი/სტატუსი, ინსტიტუცია;
  • რეზიუმე ( არანაკლებ 300 სიტყვა),
  • სათაური
  • საკვანძო სიტყვები,
  • ტექსტი.
  • ბიბლიოგრაფია

ინგლისური რეზიუმე:

  • Author’s  name, surname, degree/status, institution
  • Title
  • Keyword
  • Abstract (at least 700 word)
  • Bibliography

ყ უ რ ა დ ღ ე ბ ა !
სათაურის შემდეგ, ტექსტს წინ უძღოდეს რეზიუმე და საკვანძო სიტყვები, მაგალითად:

საკვანძო სიტყვები: ქართული თეატრი, მითი, დრამატურგია, ანტიგონე, მიხეილ თუმანიშვილი, სერგო ზაქარიაძე, ზინაიდა კვერენჩხილაძე.

ოლ

სქოლიოში ყოველთვის მიუთითეთ გამოყენებული ლიტერატურის მოკლე ვერსიები, სათაური საკვანძო სიტყვებით (სრული სათაურები მითითებული უნდა იყოს მხოლოდ ბიბლიოგრაფიაში).

მაგალითები:
1 გურაბანიძე, რეჟისორი, 1997, გვ. 12.
2 იქვე, გვ 20.
3 ELSAESSER, Fassbinder, 2001, p. 45.
4 იქვე ELSAESSER, Fassbinder, 2001, p. 51.

აფია

  • ანბანის მიხედვით დალაგებული, ტექსტის ბოლოს.
  • გთხოვთ, ბიბლიოგრაფიაში სათაურების დასახელებისას გამოიყენოთ შემდეგი თანმიმდევრობა: მიუთითეთ ავტორის ან რედაქტორის გვარი, სახელის ინიციალი, სათაური, გამოცემის ადგილი და წელი, სტატიის შემთხვევაში – პირველი და ბოლო გვერდის ნომერი.
  • ვებ გვერდზე განთავსებული ნაშრომის მითითებისას აუცილებელია, ასევე, ავტორის, სათაურის, წელის მითითება.
  • დაარქივებული დოკუმენტებისა და გამოუქვეყნებელი ხელნაწერების სია (მაგ. დისერტაციები, გამოუქვეყნებელი ნაშრომები): არქივის/ვების მისამართის მითითებით.

მაგალითები:

  1. ბოკუჩავა თ., მითოსი და ქართული თეატრი, სადისერტაციო ნაშრომი, 2006. http://www.nplg.gov.ge/dlibrary/coll/0002/000038/
  2. გურაბანიძე ნ., რეჟისორი რობერტ სტურუა, თბ., 1997.
  3. კუჭუხიძე ი., თანამედროვე ქართული კინოს სტილის თავისებურებათა საკითხისათვის, საბჭოთა ხელოვნება, #9, 1982, გვ. 26-31.
  4. ELSAESSER Thomas, Reiner Wermer Fassbinder, Berlin, 2001.
  5. RITZ Joseph Maria, Das Künstlerische und die Denkmalpflege, in: Deutsche Kunst und Denkmalpflege, 1955, Heft 1, pp. 1-15.

ასევე:

გზამკვლევის მიხედვით მასალების ჩაბარების ბოლო ვადა დადგინდეს 1 თვით ადრე ყოველი ნომრის გამოსვლამდე;

გზამკვლევი ძირითადად (მცირე ცვლილებებით, გვერდების რაოდენობა,  შრიფტის ზომა, ინტერვალი) ეყრდნობა უნივერსიტეტის საერთაშორისო კონფერენციის კრებულის სტანდარტებს;

მაგისტრანტმა და დოქტორანტმა ნაშრომთან ერთად უნდა წარმოადგინონ სამეცნიერო ხელმძღვანელის თანხმობა;

ზემოაღნიშნული პირობების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში გამომცემლობა უფლებას იტოვებს სტატიები არ ჩაიბაროს;

თითოეული ნომრის გამოცემას ხელმძღვანელობს საერთაშორისო სამეცნიერო საბჭო;

თითოეული სტატია ფარული რეცენზირებით შეფასდება (ქართველი და უცხოელი რეცენზენტები ყოველ ჯერზე შეიცვლებიან);

დაინტერესებულ ავტორებს, გთხოვთ მასალები მოგვაწოდოთ ელ. ფოსტაზე: kentavri@tafu.edu.ge;

დოკუმენტის გადმოგზავნისას, გთხოვთ ველში მიუთითოთ „სახელოვნებო მეცნიერებათა ძიებანი“.

სტატიის მიღების ვადები

  1. თებერვალი- 10 მარტი; გამოიცემა აპრილში;
  2. მაისი – 10 ივნისი; გამოიცემა ივლისში; (საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო კონფერენციის „XX საუკუნის ხელოვნება“ არათემატური ხელოვნება)
  3. მაიასი – 31 აგვისტომდე; გამოიცემა დეკმბერში

გამოგზავნეთ სტატია

ზემოთ ჩამოთვლილი წესების დაცვით შექმნილი ფაილი გამოგზავნეთ მისამართზე:

kentavri@tafu.edu.ge

ტელეფონი: +995 32 2999411
ელ. ფოსტა: kentavri@tafu.edu.ge

© სახელოვნებო მეცნიერებათა ძიებანი, 2022
 საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი